ანა მაყაშვილი

ფსიქოლოგი

40 წლის დროშა – 14 წლის დროშიან სახელმწიფოში

კლიშეა, მაგრამ წერა ტაქსის ეპიზოდით უნდა დავიწყო. 10 მაისს, ტაქსიში ნახევრად მოკალათებულს, მძღოლმა უცებ მაღაზია ,,ქალთა ბედნიერების” ვიტრინისათვის მიმაქცევინა ყურადღება – ეს ქოლგები აქაც დაულაგებიათო, მეუბნება. რა ქოლგები-მეთქი. LGBT-ქოლგებიო.