ნიკოლოზ ნადირაშვილი

ხელოვნების მკვლევარი

დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ცოტა იყო ანუ რას ველოდოთ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში?

უკვე ათწლეულებია, რაც ტურისტები სვამენ კითხვას: საქართველოში, თბილისში სად შეიძლება ვნახოთ თანამედროვე ხელოვნება? პასუხი სამწუხარო და მარტივია: არსად.

MOMAშორე

უკვე მერამდენე წელია, საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების ის წევრები, ვისაც გული შეგვტკივა თანამედროვე ხელოვნებაზე, ველით რაიმე სახის პერმანენტული სივრცის გაჩენას, რომელიც დარგის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული: ერთი მხრივ, წარმოაჩენს საერთაშორისო ტენდენციებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებაში და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ლოკალური დისკურსის განვითარებას.