ახალი პარამეტრები (patches) საქართველოში მოდულური სინთეზის განვითარების ფეხდაფეხ

თუ ამ ცოცხალ მანქანებში ჩვენს უნიკალურ ისტორიას, განწყობას და მუსიკალურ ცოდნას ჩავდებთ, უკან აუცილებლად ძალიან საინტერესო შედეგები დაგვიბრუნდება.

ჯეიმზ ჯოისის „ულისე“ – გურამ წიბახაშვილის 1988 წლის ფოტოსერია და მისი მეორე ნაწილი

ჯეიმს ჯოისის „ულისე“ ქართულად 1980-იან წლებში გამოიცა, თუმცა მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილები, დანარჩენი კი 2012 წლამდე არ გამოქვეყნებულა. 1988 წელს გურამ წიბახაშვილმა „ულისეს“ შავ-თეთრი ფოტოსერიის პირველი ნაწილი გადაიღო.

კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოება

სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდებში ინახება მნიშვნელოვანი, უნიკალური და იშვიათი ისტორიული წიგნები, ფოტომასალები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ საქმიანობასა და მის მნიშვნელობას ასახავს.

დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ცოტა იყო ანუ რას ველოდოთ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში?

უკვე ათწლეულებია, რაც ტურისტები სვამენ კითხვას: საქართველოში, თბილისში სად შეიძლება ვნახოთ თანამედროვე ხელოვნება? პასუხი სამწუხარო და მარტივია: არსად.

DIY* მიდგომა “ტრადიციული” მუსიკისადმი: გლობალური და ადგილობრივი მოდელები

ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია “ტრადიციული” მუსიკის ჩაწერის, შემონახვისა და პოპულარიზაციის ამ ახალი მიდგომებიდან; შეგვიძლია გავიღრმავოთ წარმოდგენა კავკასიის რეგიონის დაუჯერებლად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი მუსიკალური კულტურების შესახებ.

40 წლის დროშა – 14 წლის დროშიან სახელმწიფოში

კლიშეა, მაგრამ წერა ტაქსის ეპიზოდით უნდა დავიწყო. 10 მაისს, ტაქსიში ნახევრად მოკალათებულს, მძღოლმა უცებ მაღაზია ,,ქალთა ბედნიერების” ვიტრინისათვის მიმაქცევინა ყურადღება – ეს ქოლგები აქაც დაულაგებიათო, მეუბნება. რა ქოლგები-მეთქი. LGBT-ქოლგებიო.

MOMAშორე

უკვე მერამდენე წელია, საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების ის წევრები, ვისაც გული შეგვტკივა თანამედროვე ხელოვნებაზე, ველით რაიმე სახის პერმანენტული სივრცის გაჩენას, რომელიც დარგის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული: ერთი მხრივ, წარმოაჩენს საერთაშორისო ტენდენციებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებაში და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ლოკალური დისკურსის განვითარებას.