დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ცოტა იყო ანუ რას ველოდოთ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში?

უკვე ათწლეულებია, რაც ტურისტები სვამენ კითხვას: საქართველოში, თბილისში სად შეიძლება ვნახოთ თანამედროვე ხელოვნება? პასუხი სამწუხარო და მარტივია: არსად. ტურისტებთან ერთად ამ პრობლემას კიდევ უფრო მძაფრად განვიცდით სახელოვნებო სივრცეში: სხვადასხვა გამოცდილების ხელოვანები, კურატორები, ხელოვნების ისტორიკოსები და კრიტიკოსები ვთანხმდებით, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არარსებობა ხელს უშლის დარგის… ზოგადად, ინტელექტუალური სააზროვნო სივრცის განვითარებას და ქვეყნის სრულფასოვნად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით. სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები „დროებითი“ მუხტის მატარებელია და შედეგად, თვითონ – თანამედროვე ხელოვნებაც „ტურისტის“ ამპლუაში აღმოჩნდება ხოლმე.

2013 წლის Tbilisi Out-ის ერთ-ერთ გამოშვებაში შემხვდა ხელოვნების მკვლევრის, ხათუნა ხაბულიანის წერილი – „რამდენიმე ექსპონატი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის“, რომელშიც ავტორმა, ამ ტიპის მუზეუმის არსებობის შემთხვევაში, 90-იანი წლების კრიზისულ პერიოდში შექმნილი „ექსპონატების“ პირობითი სია წარმოადგინა.

საინტერესოდ მეჩვენა თუ როგორი იქინებოდა ამ სიის შიგთავსი, ის ხელოვნების სხვადასხვა პროფესიონალს რომ შეედგენა. სწორედ ამ მიზნით, ივლისში, რამდენიმე მათგანს მივმართე თხოვნით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია სულ მცირე ხუთი ნამუშევრის შესახებ (1970-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი), რომლებიც მათი აზრით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენას იმსახურებენ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტორების მიერ მოწოდებული სიები პირობითი ხასიათისაა).

 

ირინა პოპიაშვილი (კურატორი, გალერისტი) – თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანი

(21-ე საუკუნის ნამუშევრების) სია:

  • მოკრივეები, რომლებსაც ფეხი არასდროს დაუდგამთ რინგზე, 2017, ვაჟიკო ჩაჩხიანი
  • ცხვარი ცხვარს ჭამს, 2014, გიორგი ხანიაშვილი
  • ზედაწინსვლა, 2017, თეა გვეტაძე
  • მიახლოებით, 2017, ნინო სეხნიაშვილი
  • Man Encounters Only Himself / I Am not a Girl, 2018, თამარ ჩადუნელი

 

ნანა ყიფიანი (ხელოვნებათმცოდნე) – გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ახალი ხელოვნების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

სია:

  • სიზმრები გროზნოზე, 1995, გიო სუმბაძე
  • ტრანსპორტის სტიკერები, 2002, გიო უმბაძე
  • Чеченская тушенка, 1997, მიხეილ შენგელია
  • დეფუნდამენტალიზაცია, 1997, ნიკო ლომაშვილი
  • რელიგიური აერობიკა, 2013, ბულიონი
  • როლექსი, 1993, მამუკა ჯაფარიძე
  • სახლის არქეოლოგია (დაუმონტაჟებელი ვერსია), 1994, ლევან ჭოღოშვილი
  • ორღანი, 2012, გელა პატაშური, ეი არაკავა, სერგეი ჩერეპნინი

 

 

ნინო გუჯაბიძე (კურატორი) – აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

სია:

  • მერე რა, რომ თავზე გადაგიარეს, 2017, სოფო ჩერქეზიშვილი
  • გამარჯვების საფასური (იაკობის ბრძოლა), 2015, როკო ირემაშვილი
  • შეშლილი ჩაის სმა, 2015, ლია ბაგრატიონი
  • აქ არ ცხოვრობს გია ბუღაძე, 2015, გია ბუღაძე
  • ძველი ტელევიზორები, 1999, მურთაზ შველიძე
  • დალტონიკის თვალებით, 1999, კოტე სულაბერიძე

 

ქეთევან შავგულიძე (ხელოვნებათმცოდნე) – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

სია:

  • როლექსი, 1993, მამუკა ჯაფარიძე
  • საქართველო, 1991, კოკა რამიშვილი (ქაღალდი, ორგანული მინა, 60x80x5 სმ., ტომას დეგენის კოლექცია, მიუნხენი; ფოტო: ტომას დეგენი)
  • უსათაურო (ციფრების ეროტიკა), 1991, ქეთი კაპანაძე
  • ეს მე ვარ, 1994, თემო ჯავახიშვილი
  • გზა, 1993, თემო ჯავახიშვილი
  • მძიმე, 1994, თემო ჯავახიშვილი
  • პატარძალი, 1997, გია ეძგვერაძე
  • დაუპირისპირდი, 1991, ოლეგ ტიმჩენკო და ნიკო ცეცხლაძე
  • სერია: განმარტებები, 2002, გურამ წიბახაშვილი
  • სერია: განადგურებული ქართული არისტოკრატია, 1975, ლევან ჭოღოშვილი
  • წყლის ნაყვა, 2014, კოტე ჯინჭარაძე
  • ხელები, 2010, კოტე ჯინჭარაძე
  • წინაპრები, 1986, კოტე ჯინჭარაძე
  • გამქრალ ქალაქთა ანარეკლი, 2008, ლია ბაგრატიონი
  • ვარდისფერ ტალღაზე მონადირე, 2011, ანდრო ვეკუა
  • ბინა #3, 2009, ბულიონი
  • ორმაგი სელფი, 2016, Anna K.E. ფლორიან მეიზენბერგთან ერთად
  • კედელი, ბიაზი, პარკეტი, 2016, ნიკა ქუთათელაძე
  • იყო და არა იყო რა, 2015, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
  • საკუთარი სუფრა, 2014, თამარ ჭაბაშვილი
  • უფრო მეტი ვიდრე სიტყვა, 2017, ანა ძიაპშიპა
  • წითელი მიწა, 2015, ნატო ბაგრატიონი
  • ჰიპერპოზიცია, 2013, მანუჩარ ოქროსცვარიძე და კონსტანტინე მინდაძე
  • კამიკაძე ლოჯია, 2013, გიო სუმბაძე
  • Censored and Interior Design, 2014, ლადო ლომიტაშვილი
  • If it takes forever, I will wait for you, 2012, თეა გვეტაძე
  • სახელწოდების გარეშე, 2014, ბესო უზნაძე

 

 

ხათუნა ხაბულიანი (ხელოვნებათმცოდნე) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

სია (გამოქვეყნდა Tbilisi Out-ის 2013 წლის გამოცემაში):

  • მძიმე, 1994, თემო ჯავახიშვილი
  • Escape, [?], ილიკო ზაუტაშვილი
  • Я здесь Шагал, 1994, მამუკა ჯაფარიძე
  • შამილის ბრძოლა რუსული არმიის წინააღმდეგ, 1999, კოტე სულაბერიძე

 

 

თეა ტაბატაძე (ხელოვნებათმცოდნე) – მთავარი მეცნიერ-თანამშრონელი (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და ხელოვნების ფაკულტეტი)

სია:

  • ღთისმშობლის ხატის იმპროვიზაცია, 1975, ოთარ ჩხარტიშვილი
  • Made in USSR, 1978, ოთარ ჩხარტიშვილი
  • კომპიზიცია, 1966, ალექსანდრე ბანძელაძე
  • Hit Eat Gods (კინეტიკური ინსტალაცია), 2003, ლევან ჭოღოშვილი
  • თეიმურაზ მეფე, 1980 [?], ლევან ჭოღოშვილი
  • სერია: ქართლის ცხოვრება, 1980-იანი წლები, გია ბუღაძე
  • ჯვარცმა, 1991, ირაკლი ფარჯიანი
  • აბსტრაქცია, 1991, ირაკლი ფარჯიანი
  • სამყაროს შექმნის მეექვსე დღე, 1999, მერაბ აბრამიშვილი
  • ფორტუნას ბორბალი, [?], მიხეილ შენგელია
  • გენერალი. Für Helena, 1988, კარლო კაჭარავა – გენერალი
  • ამერიკა, 1980-იანი წლები, მამუკა ცეცხლაძე
  • Arche-Tecture, 2000, Gio Sumbadze
  • ევა და ადამი, 2013, გურანდა ქლიბაძე
  • დონ კიხოტი, 2011, გურანდა ქლიბაძე

 

 

პირობითი სიები, სამუშაო სიებად და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განვითარება ისევ სამომავლო პროექტად რჩება. დასავლურმა გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის ინსტიტუციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მხარდაჭერის ფარგლებში. თუ, (ახლა უკვე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „წარსულს“ და „მისწრაფებებს“ გავიხსენებთ, სავარაუდოდ, ჯერი ისევ კერძო სექტორზეა (ალბათ, ასეც ჯობია)…

და მანამდე, შეგვიძლია თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გამოვიძახოთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.